მარტვილის სამონასტრო კომპლექსიs ისტორია


უხსოვარ დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ.

პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია მეგრელები, რომელთაც მოჭრეს ეს მძლავრი ბომონი, წარმართი ქურუმები განდევნეს, და მუხის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია ააგეს.

გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაფუძნა.

მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩბი - ჰიმნოგრაფი.

მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ მე-4 მარტვილის მონასტერშია დამარხული.

მარტვილი არა მარტო სამეგრელოს საგანმანათლებლო ცენტრი იყო, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსი. მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:

  • სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10ს
  • გიორგი ჭყონდიდელი - მე-11ს
  • იოანე ჭყონდიდელი - მე-11ს
  • სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12ს - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
  • ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
  • არსენ ჭყონდიდელი - მე-13ს
  • ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
  • რომანოზ მესვეტე - მე-19ს

მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ხვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ისე სასტიკად დააზიანა ტაძარი, რომ მე-10 საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა აღადგინა იგი. ამიტომ მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს, მოუშენდა ეკვდერები, მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.



martvilis monasteri

ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურტხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ხვთისმშობელი - ხელოვნების უბადლო ნიმუში.









martvilis monasteri

თავი ტაძრიდან, ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, "ჩიქვანებისად" სახელდებული. ეკლესია სამსართულოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში".








martvilis monasteri

დასავლეთით, მთავარ ტაძართან ახლოს, დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეთის ეკლესია-ოთახია. დიუბუას ცნობით ხალხი ადიოდა და ლოცვა-კურთხევას იღებდა მესვეთისაგან. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.









მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ იყო მამათა ლავრა და წირვალოცვა რამდენიმე ადგილას აღევლინებოდა. რამდენიმე ათეულ წლიანი იძულებით უმოქმედობის შემდეგ მარტვილის მონასტერი 1998 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურტხევით აღდგა.

2007 წლიდან ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა-კურთხევით მარტივილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. მონასტრები ამჟამად მშენებარე პრეცესშია. შენდება მონასტრის კელიები, სასტუმრო სახლი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, დედები ქარგავენ, აკეთებენ სანთლებს და ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.

fotokolaJi



ჭყონდიდობა 2007-2008

შემოწირულობა

saqvelmoqmedo
zari

700 330
magTidan jeoselidan bilainidan
zaris Rirebuleba
1 lari
RmerTma
SegiwiroT