სიახლეები
მონასტრები ამჟამად მშენებარე პროცესშია. შენდება კელიები, წმ. ნინოს ბაზილიკური ტაძარი და სასტუმრო სახლი.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
გაიზარდა ინტერესი მარტვილის მონასტერის მიმართ. ამისი თვალსაჩინო მაგალითია უამრავი სტუმარი, რომელსაც მონასტერი მასპინძლობს.
მათთვის მარტვილი ნამდვილი აღმოჩენაა თავისი მდებარეობითა და მშვენიერი ხედებით, სიძველეებითა და ადგილის მადლიანობით.
მარტვილი კვლავ იბრუნებს თავის განსაკუთრებულ მისიას ქართული სულიერებისა და კულტურის აღორძინების სფეროში.